вторник, 23 августа 2011 г.

წიგნები


კარგი მეგობრები, კარგი წიგნები და მძინარე სინდისი: ეს არის იდეალური ცხოვრება. მარკ ტვენი. 

წიგნი ადამიანის სულის საზრდოა, მე ძალიან მიყვარს კითხვა, ხშირად გამითენებია ღამეები, რადგან ძალიან მაინტერესებდა რა მოხდებოდა შემდეგ, მარტივად რომ ვთქვა, არ შემეძლო კითხვის შეწყვეტა.
როცა ჩემი სახლი მექნება, ჩემი ოცნებაა ბიბლიოთეკა გავაკეთო და უამრავი წიგნი მქონდეს. არ მიყვარს, როცა წიგნებს აგროვებენ, აქვთ დიდი კოლექციები და რომ კითხო არც ერთი წიგნი არ აქვთ წაკითხული. მაგალითდ ჩემი კლასელები, გაზეთებს რომ წიგნები მოყვება, ყიდულობდნენ დიდი მონდომებით, ყოველდღე ამაზე ლაპარაკობდნენ და დარწმუნებული ვარ, ერთმა თავად თქვა, ამათ როდის წავიკითხავო, ძალიან არ მსიამოვნებს ასეთი საქციელი, არც ის მომწონს ზოგიერთი თაროს გასაფორმებლად რომ ყიდულობს წიგნებს.
ამაყი ვარ ხოლმე დიდ, სქელტანიან წიგნს რომ დავამთავრებ, ვუყურებ და ვიცი რომ მე წავიკითხე, ასე დამემართა მაგალითად, დათა თუთაშხიას წაკითხვის შემდეგ :) 
ქართველი მწერლებიდან ძალიან მიყვარს კონსტანტინე გამსახურდია, ნიკო ლორთქიფანიძე, გოდერძი ჩოხელი და გურამ დოჩანაშვილი. 
უცხოელებიდან ერიხ მარია რემარკი, ჯერომ სელინჯერი, ო ჰენრი, კნუტ ჰამსუნის მისტერიები წავიკითხე და ძალიან მომეწონა,სტეინბეკის მარგალიტი,ესეც ძალიან მომეწონა, მახსოვს წიგნს ვერ მოვწყდი ისეთი საინტერესო იყო,ჰემინგუეი, გი დე მოპასანი, სტენდალის წითელი და შავი წავიკითხე და დიდად არ მომწონებია, ემილ ზოლას ფულმა ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა, არ ღირს ყველას ჩამოთვლა, თორემ შორს წაგვიყვანს. :)
გთხოვთ, მირჩიეთ წიგნები,  კარგი წიგნები.

Комментариев нет:

Отправить комментарий