вторник, 23 августа 2011 г.

როგორ გავხადოთ ტელევიზია უკეთესი?

  რა ხდება დღეს ქართულ ტელე არხებზე? -ამ კითხვაზე პასუხი დაუფიქრებლად მოგდის და ამბობ: სერიალები. ჩემი აზრით, დღეს საქართველოს ტელევიზიებში დიდი კრიზისია, არ შეიძლება ყოველდღე დილის 10 საათიდან სერიალები გადიოდეს, არც ერთ ი საგანმანათლებლო გადაცემა, მხოლოდ სერიალები. ნუთუ ასე ძნელია რამე საინტერესო გადაცემის გაკეთბა, რომლისგანაც მაყურებელი ცოდნას, ინფორმაციას შეიძენს, ყველგან გასართობი პროგრამებია. ფილმებს მხოლოდ ღამის 12 საათის შემდეგ უშვებენ, ისიც ტიტრებით, სერიალების ნაცვლად სჯობს კარგი ფილმები გვაჩვენონ და უფრო მეტი მაყურებელი გაუჩნდება ტელევიზიას. შაბათ-კვირას არ ღირს ტელევიზორის ჩართვა, ყოველთვის ერთი და იგივე ფილმებს უშვებენ, ყოველ კვირაში, ეს უკვე მეტისმეტია. ახლა კიდევ, 20 წლის წინანდელ ამერიკულ გადაცემებს უშვებენ და ჰანა მონტანას პირველ სერიებს.
  ამას ისევ წიგნის წაკითხვა დაკომპიუტერთან დაჯდომა და ფილმების ყურება ჯობს. 
  არაფერს ვამბობ პროფილზე, ნანუკას შოუზე, ფეის კონტროლზე და ასე შემდეგ... უბრალოდ ეს გადაცემები გასანადგურებელია და მეტი არაფერი, არც ღირს ნერვების შლად. 

Комментариев нет:

Отправить комментарий